Azrebi.ge http://www.azrebi.ge/ geoCopyright 2012 <![CDATA[ღია წერილი საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს ილია მეორეს]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1450 ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სსრკ–ის დანგრევას ქართველი საბჭოთა ყაიდის ათეისტი ადამიანისგან მორწმუნე ჰომოსაპიენსად „გარდაქმნა“ მოჰყვა. მაგრამ მოხდა არა სიღრმისეული შეცვლა, არამედ - „პერესტროიკა“ ნამდვილი კათარზისისა და იმ ფუნდამენტური პრინციპების რეალური გათავისებისა და ცხოვრების ღერძულ კრედოდ ჩამოყალიბების გარეშე, რომელიც ადამიანს არა ფორმალურად მორწმუნედ, რომელიც რელიგიურობის გამოხატვის რიტუალებსა და ატრიბუტიკას ნევროტულად თვალის ჩინივით უფრთხილდება; არა ერთად წირვაზე მოსიარულე მრევლად თუ მრევლის წევრად, რომელიც მარხვის დღეებში ხორცს არ ჭამს, მაგრამ მზადაა თანამოქალაქეს ქრისტეს სახელით თავში ჯვარი ჩასცხოს, სახლი და ბიბლია გადაუწვას; არა მამაკაცად, რომელიც ქალს კომფორტის შემქმნელ საშუალებად აღიქვამს, მაგრამ თუ ეს კომფორტი „სათანადო“ სტანდარტის არაა, ქალზე ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობს; არა ქალად, რომელიც მორჩილად ითმენს პატრიარქალური იდეოლოგიის მიერ მის „რა ჯგუფში“ „კანონზომიერად“ გამწესებას, მენსტრუაციის დროს ეკლესიაში დაუშვებლობასა და „ცოდვილი თავის“ თავსაფრით დაფარვას, მაგრამ საეკლესიო ელიტის წინ ქართულ მოდერნიზებულ სამოსში დეფილეს აწყობს; არა მეუღლედ, რომელიც მესამე და მეტი შვილის ყოლას თქვენი ნათლიად ყოფნის პერსპექტივით შეგულიანებული გადაწყვეტს (სხვათა შორის, რომ არა მენსტრუაცია, მესამე კი არა, არც პირველი გაჩნდებოდა), შემდეგ კი შვილის რჩენის ტვირთს საზღვარაგრეთ წლობით მომუშავე არალეგალის სტატუსის მქონე, ასაკოვანი დედის მხრებს აჰკიდებს, არამედ ღირსების, მოვალეობის გრძნობისა და გადაწვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის მქონე არაინფანტილურ, თავისუფალ პიროვნებად, ჰუმანისტად გადააქცევს. ადამიანად, რომელსაც გაცნობირებული აქვს ე.წ. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები – სიყვარული, სათნოება, თანაგრძნობა, ერთგულება, შემწყნარებლობა, სამართლიანობა, თანასწორობა, ადამიანის უფლებები და პასუხისმგებლობები. გნებავთ ამას დასავლური ღირებულებები დაარქვით, გნებავთ – ქრისტიანული, გნებავთ – მხოლოდ მართლმადიდებლური. ]]> 2012-05-07 00:00:00 1450 <![CDATA[პაპოფილური მითოლოგია და ქრისტოლოგიური დოგმატი]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1377 2012-04-28 23:54:41 1377 <![CDATA[9 –სა და 13 აპრილს შორის მისვენებული „პასიონარული“ ანტისტალინიზმი]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1376 2012-04-26 18:25:00 1376 <![CDATA[სახეები]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1375 2012-04-24 11:38:07 1375 <![CDATA[ერთი ასოციაცია გრიგოლი პალამას თხზულებაზე II]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1374 2012-04-20 14:51:29 1374 <![CDATA[ფემინისტური გზა]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1373 2012-04-19 12:15:31 1373 <![CDATA[გრიგოლი პალამას 32-ე ქადაგების შესახებ]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1372 2012-04-17 18:19:59 1372 <![CDATA[მერწყულის პანაშვიდი]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1371 2012-04-12 21:16:00 1371 <![CDATA[მე მინდა სამყარო უფრო იასამნისფერი]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1370 2012-04-02 10:24:01 1370 <![CDATA[კულტურაზედ და უ-კულტორობაზედ]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1369 2012-03-27 09:54:22 1369 <![CDATA[წესრიგი და თანასწორობა]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1368 2012-03-26 18:12:07 1368 <![CDATA[ილია ვარ არ მესროლოთ!]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1367 2012-03-22 10:36:24 1367 <![CDATA[ბროწეულის ოთხი მარცვალი]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1366 2012-03-18 15:48:00 1366 <![CDATA[ანგელოპულოსი, ანუ განდეგილი საბერძნეთში]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1365 2012-03-17 15:42:38 1365 <![CDATA[წესრიგი და თანასწორობა]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1364 2012-03-15 15:31:00 1364 <![CDATA[წესრიგი და თანასწორობა]]> http://www.azrebi.ge/index.php?pid=1363 2012-03-14 15:29:00 1363